|
2023-11-13 13:01:57, 716 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კოალიციურ მთავრობაზე - „ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა
„ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუს. კალაძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რეალობას მოწყვეტილები არიან. „გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "2024 წლის არჩევნებზე შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, რომელიც კოალიციურ მთავრობასთან მიგვიყვანს".
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)