|
2023-11-10 21:23:40, 1179 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - რუსეთმა, როგორც მას სჩვევია ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, მეორე კი გაიტაცა - ეს გამუდმებით ხდება
რუსეთმა, როგორც მას დიდი ხანია სჩვევია, ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზებულ ხაზზე ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, მეორე კი ტყვედ აიყვანა და ეს არის ის, რაც გამუდმებით ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, "მშვიდობის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც უსაფრთხოების გარანტია. "ორი დღის წინ, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. შემდეგ დღეს გავრცელდა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს, რაც მანამდე არსებულ 80%-ზე მეტია. არ ვიცი, შეიძლება თუ არა რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგრამ, საინტერესო არის ის, რომ 75%-ი ევროკავშირს უსაფრთხოების გამო უჭერს მხარს. ეს უფრო აშკარაა იმის ფონზე, რომ წინა დღეს, რუსეთმა, როგორც მას დიდი ხანია სჩვევია, ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზებულ ხაზზე ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, მეორე კი ტყვედ აიყვანა და ეს არის ის, რაც გამუდმებით ხდება. მათ სურთ აფხაზეთის აეროპორტის აღდგენა და ამავდროულად, შავ ზღვაში ერთ-ერთი პორტის საკუთარ სამხედრო ბაზად გადაკეთების პროცესში არიან. შესაბამისად, ეს არის რუსეთი, ხოლო იმედი არის ევროკავშირში. უდავოა, რომ ქართველების თვალში, ევროკავშირი დანახულია როგორც ადგილი, სადაც საბოლოოდ ხარ დაცული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)