19:28 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 20:15:32, 866 ნახვა

პოლიტიკა
„სამხრეთ ოსეთის“ ცნობით, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს ხუთშაბათს, საღამოს საათებში გადასცემენ. ამის შესახებ  დროებით ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პრესსამსახური წერს, “საქართველოს მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას".

"მან [დოთიაშვილმა] აღიარა, რომ ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების შედეგი იყო, რომელიც არ აწარმოებს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლისა და მისი დარღვევის დაუშვებლობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე". 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics