|
2023-11-09 13:26:54, 721 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე - მე მგონი, არეული აქვს „რამსები“
მე მგონი, არეული აქვს "რამსები" პრეზიდენტს, რადგან დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ გამოვიდეს და თქვას, მადლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, "ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტის" აღნიშნული ვიზიტი მორიგ ჯერზე კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების "თავზე დახევა იქნება". "ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი თუ აპირებს, რომ კონტეინერით წავიდეს, ახლა ოფიციალურად თუ არ აქვს თანხმობა, რით უნდა წავიდეს ქვეყნიდან. ეს არ იქნება ოფიციალური გასვლა, იქნება მორიგ ჯერზე კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თავზე დახევა და ამას თუ უწოდებს ის დეპოლარიზაციას, ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს. გასაგებია, რომ ახლა პრეზიდენტი და ოპოზიცია ძალიან დაღონებულები არიან, კი აწყობენ "ზეიმებს", მაგრამ ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი. მე მგონი, არეული აქვს "რამსები" პრეზიდენტს, რადგან დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ გამოვიდეს და თქვას, მადლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს", - განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთში "მშვიდობის ფორუმზე" გამგზავრება, სადაც პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. აღსანინავია, რომ ფორუმში მონაწილეობას იღებს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ამასთან, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)