20:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 19:42:38, 620 ნახვა

პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილი - მინდა, თითოეულ ქართველს მოგილოცოთ ისტორიული დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია

დღეს, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მინდა, თითოეულ ქართველს და ამ ქვეყნის პატრიოტს მოგილოცოთ, ეს მართლაც და, ისტორიული დღე. დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო რწმუნებული ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მიეცა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

"ჩვენი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სურვილი, საერთო ეროვნული მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, დღეს კიდევ უფრო მეტად ხელშესახები გახდა და ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა.

ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური გზავნილებით არის სავსე და დადებითად აფასებს საქართველოს გაწეულ სამუშაოს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რაც ჩვენი ხელისუფლების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სამთავრობო გუნდს, პარლამენტს, სახელისუფლებო პარტიასა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა აღნიშნული შედეგის მისაღწევად.

ეს შედეგი კი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის რეალური წევრობისკენ მიმავალი გზის დასაწყისია. სიმბოლურიცაა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება, სწორედ ილია ჭავჭავაძის, საქართველოს თავისუფლებისა და თანამედროვე სახელმწიფოებრიობის უდიდესი გულშემატკივრის, დაბადების დღეს დაემთხვა. საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის მომავალი წევრია, ეს დღეს ევროკომისიის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics