|
2023-11-08 12:12:05, 664 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზეა წარმოდგენილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ქართული ღვინის სტენდი დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ,,აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5-10 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. შანხაიში, ქართული კომპანიები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში China International Import Expo (CIIE) იღებენ მონაწილეობას. საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია სასურსათო პროდუქტებისა და საფეიქრო ინდუსტრიის (ე.წ. Consumer Goods) პავილიონებში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული საექსპორტო პროდუქტების სტენდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართული ღვინის კუთხეს, სადაც საკუთარ პროდუქციას 15-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია წარადგენს. „მისასალმებელია, რომ ადგილობრივი პროფესიონალები და ღვინით დაინტერესებული ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები ჩინეთის ბაზარზე 2013 წლიდან დაიწყო. ამჟამად, ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 90-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორ ლოკაციაზე: საექსპორტო პროდუქტების სტენდი და ქვეყნის პავილიონი (Country Pavilion), სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა უწყება, მათ შორის ღვინის ეროვნული სააგენტო, რომლებიც ვიზიტორებს მათი კომპეტენციის სფეროში არსებულ ყველა პროდუქტს აცნობენ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)