|
2023-11-07 14:18:53, 1050 ნახვა
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 87 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 87 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 10 გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 ფაქტი - მცხეთა-მთიანეთის, 6 - ქვემო ქართლის, 14 - შიდა ქართლის, 11 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 22 - იმერეთის, ხოლო 18 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. „სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 52 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 12 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 911 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1429 კუბური მეტრი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)