23:55 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 13:34:37, 782 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ

ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

გასრის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის უკანონო ყოფნა უნდა შეწყდეს.

"ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს რუსეთის უკანონო ყოფნა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში", - წერს  შერაზ გასრი.

ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics