09:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 01:03:52, 1391 ნახვა

ომი უკრაინაში
128-ე ბრიგადის მეთაური თანამდებობიდან გადააყენეს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი ფრონტის ხაზზე

უკრაინის 128-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის პირადი შემადგენლობის თავშეყრის ადგილის დაბომბვის გამო უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის  წარმომადგენლობით სხდომაზე, ტრაგედიის დეტალების გარკვევისას ცნობილი გახდა, რომ ბრიგადის მეთაურმა პირადი შემადგენლობის მოწყობა ბრძანა, რათა სახელობითი დაჯილდოება ჩაეტარებინა, თავად კი ცერემონიალზე არ გამოცხადდა. ხაზზე მოწყობილი სამხედროები მას ნახევარ საათზე მეტხანს ელოდნენ, რა დროსაც მტრის დრონმა კოორდინატების კორექტირება მოახდინა, მონაცემები საარტილერიო ნაწილს გადასცა და თავშეყრის ადგილი დაიბომბა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი - დაიჭრა.

წარმომადგენლობითმა სხდომამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ბრიგადის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება გრძელდება.

3 ნოემბერს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ტრანსკარპატების ბრიგადის 19 ჯარისკაცი, ნათქვამია უკრაინის ქვედანაყოფის განცხადებაში.

ბრიგადის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემთხვევის გარემოებები  ზუსტდება.

როგორც ადრე გახდა ცნობილი, უკრაინელი სამხედროები შეიკრიბნენ და დაჯილდოების ცერემონიალზე განლაგდნენ ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ფრონტზე, სარაკეტო ძალებისა და არტილერიის დღის აღსანიშნავად - ამ დროს დასახლებაზე რუსეთის საოკუპაციო არმიამ მიიტანა დარტყმა.

დაღუპულთა რიცხვი მანამდე ოფიციალურად არ იყო ცნობილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა მხოლოდ მიუთითა, რომ თავდასხმა განხორციელდა ისკანდერ-მ რაკეტით, „რის შედეგადაც დაიღუპა სამხედრო მოსამსახურეები და დაშავდნენ ადგილობრივი მოსახლეობაც სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით“.

რუსი სამხედრო ბლოგერები ადრე წერდნენ, რომ თავდასხმა განხორციელდა სოფელ დიმიტროვოზე, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრში. მათი ვერსიით, დაახლოებით 50 ჯარისკაცი შეიძლებოდა დაღუპულიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics