01:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 14:44:51, 613 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - პარლამენტიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ 2 თანამშრომელი გაათავისუფლეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს, - აღნიშნულის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, აღნიშნული ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

„საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებები გრძელდება - მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნება“ მართლაც იმდენად სუსტია, ჰგონია, რომ ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რამეს მიაღწევს. გუშინ გამომიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი ლაშა დიაროვი პარლამენტიდან გაათავისუფლეს და ასევე, ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია გაათავისუფლეს პარლამენტიდან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა, ამ ტიპის პრეცედენტი საერთოდ მსოფლიოში არ არის და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, დიახ, გიორგი ხაბურზანიამ, სხვათა შორის, ერთი სასამართლო პროცესი მოიგო უკვე, მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა სასამართლომ. რაც შეეხება, ლაშა დიაროვს, მამამისი ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ახლა ედავებიან საგარეჯოში, რომ 70-იან წლებში აშენებული ღობე ყოფილა უკანონოდ აშენებული. ამ დონეზე დაეცა „ქართული ოცნება“ და ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება.

მე ერთი რამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ერთ წელიწადში საქართველოში რუსული რეჟიმი შეიცვლება, ჩვენ ისტორიას და წარსულს ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ჩვენს ბრძოლას თქვენ ამით ვერ გააჩერებთ", - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics