|
2023-11-04 11:22:41, 798 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის სემინარი გაიმართა
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, თბილისში სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი და მასზე შეღწევის გზები” გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცრლებს. სააგენტოს ცნობით, სემინარს, რომელსაც 70-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი დაესწრო, “ff.k Public Relations”-ის დირექტორი მეიკე ფრერსი (Meike Frers), ღვინის სპეციალიზირებული გამოცემის “Wein+Markt” მთავარი რედაქტორი კატია აპელტი (Katja Apelt) და იმპორტიორი კომპანიის “HAWESKO” მენეჯერი კარო ლენგე (Caro Lange) უძღვებოდნენ. წარმოდგენილი პრეზენტაციები მოიცავდა გერმანიის ღვინის ბაზრის მიმოხილვას, მის თავისებურებებსა და სტრუქტურას. „გერმანის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია. რასაც ჩვენ დღეს სემინარის ფარგლებში განვიხილავთ, მეღვინეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენილი იქნება და ვიმსჯელებთ, თუ როგორ მუშაობს გერმანიის ბაზარი, რა პერსპექტივა აქვთ ქართველ მეღვინეებს, რა გამოწვევების წინააშე დგანან ისინი, როგორ და როდის სვამს გერმანელი მომხმარებელი ღვინოს და კიდევ არაერთი საკითხი”, - აღნიშნა მეიკე ფრერსმა. ღვინის მწარმოებლების შეფასებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მათთვის კარგი საშუალებაა, გაიგონ გერმანიის ღვინის ბაზრის სპეციფიკა და, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე მაქსიმალურად გაზარდონ ქართული ღვინის ექსპორტი. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)