|
2023-11-03 16:55:44, 1008 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონ ლარზე მეტით იზრდება
მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად დაიგეგმა 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით. მისი თქმით, გადამუშავებულ ვერსიაში ბიუჯეტი იზრდება 700 მლნ ლარით, რომლის წყაროც იქნება საგადასახადო შემოსავლები. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა დამატებითი რესურსების მობილიზებაზე, რისთვისაც გაანალიზდა საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, სადაც გამოიკვეთა, რომ მოსალოდნელია საბანკო/საფინანსო სექტორიდან მომდევნო წელს მოგების გადასახადის სახით დამატებით 300 მილიონი ლარის მიღება. მისი თქმით, ასევე ცვლილებებია გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მიმართულებით. „ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. აღნიშნული ინიციატივა 2024 წელს მოგვიტანს დამატებით 400 მილიონი ლარის რესურსს. ჯამში, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონ ლარზე მეტით და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28,5 მილიარდი ლარი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)