|
2023-11-03 15:07:49, 1045 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი - 2024 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი იქნება
მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. შედარებისთვის, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4 250 დოლარი და 2024 წელს 8 500 დოლარი იქნება. „ასევე, მინდა ვთქვა, რომ ასეთი კონსერვატიული დაგეგმვის პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. შედარებისთვის, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში. 85 მილიარდი იქნება 2024 წელს და 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მშპ იყო 50 მილიარდი ლარი. ანუ, კიდევ ვიმეორებ, რომ 30-მილიარდიანი ზრდა გვაქვს სამ წელიწადში, დაახლოებით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4 250 დოლარი და 2024 წელს გვექნება უკვე 8 500 დოლარი. ასეთი ზრდა გვაქვს სულ რაღაც სამ წელიწადში. ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში, 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადაჭარბებს. ეს ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია. იცით, რომ ჩვენ 2030 წლისთვის ვპროგნოზირებდით 10 000 დოლარს და ნახეთ, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში დიდი ნახტომი გავაკეთეთ",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)