|
2023-11-03 14:48:06, 921 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი - ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტი-აპრილში დაიწყება
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტი-აპრილში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, მშენებლობისთვის კი, ჯამურად 70 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. "ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ასეთი გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში, დაახლოებით, ასეთი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)