00:48 - 30 Oct, 2026
|
2023-11-03 14:35:55, 937 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ
2024 წელს, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიახლით, დაახლოებით, 400 000 ადამიანი ისარგებლებს. "გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. მომდევნო წელს, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებული არიან მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში, მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. ეს არის, დაახლოებით, 400 000 ადამიანი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია... ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,- თქვა ღარიბაშვილმა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)