|
2023-11-02 17:38:48, 1236 ნახვა
ომი უკრაინაში
შვეიცარია უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების პაკეტს 2025 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივებს
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების პაკეტის 2025 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის საიტზე ვრცელდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 2022 წლის 12 მარტს გაააქტიურა დაცვის სტატუსი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის შვეიცარიაში, დაახლოებით, 66 000 უკრაინელს ჰქონდა აქტიური S სტატუსი. "უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის. ამიტომ S სტატუსი იმ უკრაინელებისთვის, ვინც თავშესაფარს ეძებენ, 2025 წლის 4 მარტამდე გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, S სტატუსის მქონე პირებს ცხოვრების, მუშაობის, ფინანსური დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების საშუალება ეძლევათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)