08:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 16:39:29, 628 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ რიგით მეცხრამეტე იდეათეკა სოფელ შინდისში გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა გაიხსნა. რომელიც საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ 300-მდე მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე.

„საქართველოს ბანკის“ იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ინვენტარით, კომპიუტერებითა და პროექტორებით.

დღეისათვის, ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 7 რეგიონში უკვე 19 იდეათეკა ფუნქციონირებს. შედეგად, ბანკმა 9 000-მდე მოსწავლისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის“, ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს. რადგან გვჯერა, რომ სწორედ განათლება განაპირობებს უკეთეს, უფრო ნათელ მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო 40-მდე ინიციატივასა და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩვენი იდეათეკები იკავებს. „საქართველოს ბანკის“ იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსწავლეებისთვის განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რათა მათ მივცეთ მუდმივი განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ჩვენი ინიციატივის შედეგად, უკვე 9000-მდე მოსწავლისთვის გავხსენით იდეათეკის ფერადი სივრცე. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა შინდისში ქართული წიგნის ინსტიტუტთან და საბა ქონსთრაქშენთან  პარტნიორობით გაიხსნა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics