|
2023-11-02 12:07:26, 773 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურმა სს „საქკაბელს“ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიანიჭა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელგუჯა ბერანძემ სს „საქკაბელის“ მმართველ დირექტორს, დავით კაპანაძეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ღონისძიება, ზესტაფონში „საქკაბელის“ ახალი მრავალფუნქციური საწარმოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გაიმართა. „აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1 შეგახსენებთ, რომ სს „საქკაბელთან“ ერთად აღნიშნულ სტატუსს, საქართველოში უკვე 8 კომპანია (შპს „დემასი“, შპს „გოსელინ მობილითი ჯორჯია“, შპს „შარმ ტრეიდინგი“, შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, სს „შატო მუხრანი“), შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა“ და შპს „ჰავი ლოჯისტიკსი“) ფლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)