|
2023-11-02 10:03:36, 679 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა, სამუშაო შეხვედრაზე, პროექტის „ჰაერის ხარისხი მოქალაქეთა უკეთესი ჯანმრთელობისთვის“ საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი პროექტი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 სადგურის შეძენას, რეფერენტული ლაბორატორიის შექმნას, მოდელირებისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერებას, ინდუსტრიული ემისიების სფეროში საუკეთესო ხელმისაწვდომი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას და მიზნობრივ ტრენინგებს ითვალისწინებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „აღნიშნული პროექტი, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაუჭერს მხარს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს დამატებით ექნება 9 ახალი მონიტორინგის სადგური, გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა და, ფაქტობრივად, სრულად შესრულდება ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამრეწველო ემისიების შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესს, ქვეყანას მხარს დაუჭერს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების დაძლევაში და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), გაერთიანებული ბანკი აფრიკისთვის (UBA)) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)