|
2023-11-01 16:24:35, 840 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში მისიით მყოფ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების სფეროში, ასად ალამს, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარ ეკონომისტს, ივაილო იზვორსკის და მსოფლიო ბანკის წამყვან ეკონომისტს, ლეონარდო იაკოვონეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი. "განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემიის შემდეგ საქართველოს მიერ ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე, სამოქმედო გეგმები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიმართულებით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)