|
2023-11-01 14:55:48, 619 ნახვა
საზოგადოება
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ მონაწილეობა მიიღო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC - Caucasus) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საპილოტედ შერჩეული სოფლების რწმუნებულები და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი სოფო ახობაძე ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 15 სოფლისთვის საძოვრების მართვის გეგმების მოსამზადებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. "შეხვედრაზე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ჩასატარებელი ღონისძიებები განიხილეს; იმსჯელეს შეთავაზებული მოდელით საძოვრების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში სოფლის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათი მხრიდან მზაობის თემაზე. აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის აგარის თემის მესაქონლე ფერმერებთანაც. აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს სოფლის სიახლოვეს არსებული იმ საძოვრების იდენტიფიცირებას, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მოხდება საძოვრების შესწავლა და მათი გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განსაზღვრა. სოფლის საძოვრების მართვის გეგმები გულისხმობს სოფლების დონეზე მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას, საძოვრებზე არსებული მდგომარეობის აღწერას, საძოვრების აღდგენის ღონისძიებების განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს როტაციული ძოვების დანერგვას, სარეველების კონტროლს, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და შეთესვითი სამუშაოების ჩატარებას, პირუტყვის დარწყულების სისტემის შექმნას, საჩრდილობლების მოწყობას და სხვა. მართვის გეგმები შეჯერდება ადგილობრივ მოსახლეობასთან",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)