2023-11-01 10:31:51, 807 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში, 30 წლამდე ქალი მე-9 სართულიდან გადმოვარდა
რუსთავში, 30 წლამდე ქალი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
როგორც „ინფო რუსთავს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ, ჯერ მეორე სართულის სარეცხის თოკებს დაეცა, შემდეგ კი, მიწაზე დავარდა.
მათივე ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,