|
2023-10-31 21:59:26, 1388 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრებელი კიდევ 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა. "მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საცხოვრისი თანადაფინანსებით 70 ოჯახმა შეიძინა. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა. მომდევნო წლიდან იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის ზრდა 35%-ით და 5 მილიონ ლარზე მეტი გახდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ. პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს მოქალაქე თავად იძიებს, წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, გაივლის ექსპერტიზას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ღებულობს პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას. სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 700 საცხოვრებელი ფართი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)