|
2023-10-31 14:53:41, 726 ნახვა
საზოგადოება
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა სტრასბურგში, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მე-18 პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ქალაქ სტრასბურგში, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) მე-18 პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, პლენარულ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი საპროკურორო საბჭოებთან დაკავშირებით, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრების პროექტი იყო, რომელიც სხდომაზე გამართული დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა. "აღნიშნული პროექტი შეიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებს, ტრადიციებსა და კულტურებს შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, საპროკურორო საბჭოების სტატუსთან, შემადგენლობასთან, კომპეტენციასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ პლენარული სხდომის მონაწილეებს საქართველოს პროკურატურაში არსებული საპროკურორო და კოლეგიური საკონსტულაციო საბჭოების ფუნქციების და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მოსაზრებები წარადგინა. პლენარულ სხდომაზე ასევე ორი თემატური კვლევა დამტკიცდა, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პროკურატურის თვითმმართველობის ორგანოების შექმნის პრაქტიკას და პროკურატურის საქმიანობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს შეეხებოდა. საქართველოს პროკურატურა აქტიურად არის ჩართული ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს თემატურ განხილვებში მონაწილეობას და წერილობით დოკუმენტებზე მოსაზრებების წარდგენას. კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ასევე, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)