|
2023-10-31 12:29:25, 689 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გადამხდელებს ახალი პროექტი - „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგი“ გააცნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა თაბაგარმა უწყებაში მიმდინარე ახალი პროექტის - „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგის“ შესახებ, გადასახადის გადამხდელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩიკვილაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები. „ქცევის რეიტინგი“ წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ხედვას გადასახადის გადამხდელის მიერ, ზოგადი საგადასახადო ვალდებულების შესრულების ქცევის წესზე და გადამხდელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე დაყრდნობით ფასდება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგის“ შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. პროექტი საწყის ეტაპზე მხოლოდ პილოტურ რეჟიმში იმუშავებს და მასში ჩართული იქნებიან წინასწარ შერჩეული საშუალო სიდიდის კატეგორიის დღგ-ის გადამხდელები. ამასთან, 2024 წლიდან, იგეგმება მომხმარებელთა ეტაპობრივი გაზრდა. ახალი პროექტის შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით, გადამხდელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატშიც გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)