|
2023-10-30 19:36:21, 691 ნახვა
საზოგადოება
ილია II-მ ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა
ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. ამის შესახებ განცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. “ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია, თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი წარმატებული პროექტი უკავშირდება ქართული მრავალხმიანობის მემკვიდრეობითობის შენარჩუნების საქმეს, რომელსაც 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი. ბიზნესმენის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, რამელმაც მოიზიდა დარგის საუკეთესო სპეციალისტები, გახსნა რამდენიმე რეგიონული სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. 2006 წლის 19 სექტემბრიდან საქმიანობა დაიწყო და აბიტურიენტების პირველი ნაკადი მიიღო საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის თბილისის უმაღლესმა სასწავლებელმა. განვითარების კვალობაზე სასწავლებელი ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის რეგენტებსა და ლოტბარებს, რომლებიც ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება- განვითარების საქმეს ემსახურებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში, ქართულ ემიგრაციაში. დღეისათვის საქართველოში მოქმედი ფოლკლორული თუ გალობის გუნდების უდიდეს ნაწილს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. გარდა აღნიშნულისა, ბიზნესმენის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა ფონდი ქართული გალობა, რომელიც ქართული მრავალხმიანობის მხარდასაჭერად სისტემატურად ატარებს ფოლკლორულ ფესტივალებს, გამოჩენიული ლოტბარების დაჯილდოების საღამოებს, მხარს უჭერს გამოცემებს, კონცერტებს, გუნდებს, ახალი სახეების წარმოჩენას, კურსდამთავრებულების დასაქმებას რეგიონებსა და უცხოეთში ქართული მრავალხმიანობის განვითარებას. ფონდს ხელმძღვანელობს ბიზნესმენის მეუღლე ნანა გოთუა. ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებულია აგრეთვე ფონდი “აი ია“, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია / აბილიტაციითაა დაკავებული”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)