14:33 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 11:44:38, 628 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბიოგრაფი ლივინგი“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „საკენი“ მშენებლობას ახორციელებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ პირველ მასშტაბურ, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსის სამშენებლო პროექტს - „საკენი“ თბილისში, ვაჟა ფშაველას #25-ში ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 41.5 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე პროექტი 36 სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ, 2000 კვ.მ გამწვანებულ ტერასას, პადელის კორტს, ფიტნეს დარბაზს, აუზს, ესთეტიკურ ცენტრს, კაფე-რესტორნებსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი ჯამში 364 ბინასა და 7 პენტჰაუსის მშენებლობას ითვალისწინებს, ის 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.

„ბიოგრაფი ლივინგი“ ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა პირველი მასშტაბური, მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით „საკენი“. მისი მიზანია  შექმნას თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი გარემო  ქალაქის ცენტრალურ უბნებში. კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებასა და 1000 -ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

„ვისოლ ჯგუფს მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობა აკავშირებს „საქართველოს ბანკთან“. მოხარული ვართ, რომ უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი მრავალფუნქციური პროექტის „საკენი“ ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორსაც საქართველოს ბანკი წარმოადგენს. მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს „საკენი“ გამოარჩევს როგორც მისი მდებარეობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც გვჯერა, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. „ბიოგრაფი ლივინგის“ მიერ შექმნილი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს“, - აცხადებს ვასილ ფხაკაძე, აღმასრულებელი დირექტორი.

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს და ამ მიმართულებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. მოხარული ვართ, რომ ჩვენი და „ბიოგრაფი ლივინგის“ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, სამომავლოდ ის რამდენიმე მსგავსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics