2023-10-29 13:07:20, 704 ნახვა
საზოგადოება
ხელვაჩაურში ავტოავარიას 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში 9 ადამიანი იმყოფებოდა, 6 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,