|
2023-10-29 12:11:47, 725 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი „ეკო სამიტი 2023“-ის გახსნით ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა „ეკო სამიტი 2023“-ის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში - „პასუხისმგებლიანი საზოგადოება პლასტმასისგან თავისუფალი ქალაქისთვის“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოში შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერმა გახსნა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ეკომეგობრული წარმოების პოპულარიზაციასა და ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაწარმის მოხმარების შემცირების წახალისებას. „საქართველო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის მიმართულებით. შედეგად, გვაქვს „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შემუშავდა. ორიენტირებული ვართ რეციკლირებაზე და, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ვმუშაობთ ცირკულარულ ეკონომიკაზე, რაც ნარჩენების მართვის ახალი პლატფორმაა. შემუშავდა ცირკულარული ეკონომიკის ე.წ. მეფინგი. ამასთან, საქართველო, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში, ინიციატივას „მაღალი ამბიციის კოალიცია“ მიუერთდა. რაც მთავარია, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ფარგლებში, მიღებული გვაქვს 4 რეგლამენტი. ქვეყანას აქვს ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი, რომელიც შემუშავდა ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების, ევროკავშირთან სამართლებრივი ჰარმონიზაციისა და პლასტმასის გამოყენებასთან მიმართებაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები წარადგინეს. „ეკო სამიტი 2023“, პლატმასისასგან თავისუფალი კვირეულის ფარგლებში, შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებით და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან აიპ „საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი“ და ააიპ „ტრენერთა ასოციაცია“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)