20:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 15:06:21, 783 ნახვა

სამართალი
დევნილთა სააგენტომ სადაზღვევო კომპანია ,,არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო

დევნილთა სააგენტომ   სადაზღვევო კომპანია ,,არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“   სასამართლო დავა მოუგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ჯი დი ჯგუფს 2 638 671.30 ლარის ხოლო შპს "არდი დაზღვევას" 8 363 821,20 ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ  „არდიმ“ ბიუჯეტის  სასარგებლოდ  დაკისრებული 8 363 821 ლარი აანაზღაურა. „ჯი დი ჯგუფის“ მიერ კი,  თანხის ანაზღაურება ეტაპობრივად  მიმდინარეობს.

"დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, 2018 წელს,  სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფთან“ ორი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც ჯამში, 144 ბინის შესყიდვას ითვალისწინებდა. კომპანიას  წარმოდგენილი ჰქონდა სადაზღვევო კომპანია „არდის“ ავანსის და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ვერ შეასრულებდა, საბანკო გარანტია, ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დაბრუნებას ითვალისწინებდა. კომპანიას საავანსო თანხა, სწორედ, საბანკო გარანტიის საფუძველზე გადაერიცხა.

ორივე შემთხვევაში, კომპანიამ სამუშაოები არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, შესაბამისად დაეკისრა, როგორც ავანსად გადახდილი თანხის ანაზღაურება, ასევე, ჯარიმა.დაკისრებული მოთხოვნა „ჯი დი ჯგუფის“  და სადაზღვევო კომპანია ,,არდის“  მიერ არ შესრულდა, რის შემდეგაც შეწყდა  ხელშეკრულება და დევნილთა სააგენტომ მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეებს სააგენტოს სასარგებლოდ 11 002 492 ლარის გადახდა  დაეკისრათ, მათ შორის სადაზღვევო კომპანია  ,,არდი დაზღვევას“- 8 363 821, ხოლო კომპანია შპს ,,ჯი დი ჯგუფს“  2 638 671 ლარი. სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდა.  უზენაესმა სასამართლომ  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება  ძალაში დატოვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics