|
2023-10-28 10:49:31, 1785 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ცხედრები იდენტიფიცირებისთვის სამართალდამცავებსა და სამედიცინო ექსპერტებს გადაეცემა. "ცხედრების გაცვლა განხორციელდა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მიერ და შესაძლებელი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სტრუქტურების სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით", - ნათქვამია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 64 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)