16:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 15:48:40, 600 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ჩინეთის პროვინცია სიჩუანის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს  შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ინვესტიციები, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმი და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. 

შეხვედრაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება. 

თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის ზრდის მიმართ არსებულ ორმხრივ ინტერესს. 

„ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში  დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების. 2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მზარდი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის „პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

სიჩუანის პროვინციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სონგ ჩაოჰუას მადლობა გადაუხადა თბილისის მერს გულთბილი შეხვედრისთვის და თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. 

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics