|
2023-10-27 15:24:47, 709 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურში ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროექტის განხორციელება მიმდინარეობს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ (CTC) "ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციასთან მიერთებისა ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) იმპლემენტაციის მზაობის შეფასების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მისიის შემადგენლობაში შემავალმა ავსტრიის, ნიდერლანდების, ლატვიის, ჩეხეთისა და თურქეთის საბაჟო/საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. "შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია პროექტის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. ამასთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ფორმატში, ევროკომიის წევრებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შესახებ, საკუთარი ქვეყნების წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას. ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი“ და თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)