|
2023-10-27 13:12:51, 1587 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი სამხედროები სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს რომლებიც უარს ამბობენ უკრაინელთა პოზიციებს შეუტიონ ავდეევკაში - კირბი
შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სიკვდილით სჯიან თავის ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინელთა პოზიციებს შეუტიონ ავდეევკაში - განაცხადა ჯონ კირბიმ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა. მისი თქმით, რუსების დანაკარგებმა ავდეევკაში გადააჭარბა უგლედარში განადგურებული ოკუპანტების ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობას. კირბიმ აღნიშნა, რომ 11 ოქტომბრიდან დღემდე რუსეთის ფედერაციამ ავდეევკაში განადგურებულების სახით სულ მცირე ჯავშანტექნიკის ( ტანკი; ქვეითთა საბრძოლო მანქანა; ჯავშანტრანსპორტიორი) 125 ერთეული დაკარგა. კირბის თქმით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ გააჩნია „შეტევითი შესაძლებლობები“ და მომდევნო თვეებში სხვადასხვა მიმართულებებზე შესაძლოა მიაღწიოს გარკვეულ ტაქტიკურ გარღვევებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)