|
2023-10-27 11:53:10, 795 ნახვა
საზოგადოება
Agile Summit – 5 დღე საერთაშორისო ეჯაილ ღონისძიებამდე
„თიბისის“ მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს. ღონისძიების მთავარი გამომსვლელები საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი- ანტონ მარკი და ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნებიან. ალისტერ ქობერნი 2020 წელს ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს შორის დასახელდა, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში. ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება. „თიბისი“ ქვეყნის მასშტაბით ეჯაილის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების და მათი მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, ღონისძიებაზე „თიბისის“ ეჯაილ მწვრთნელი და ჯგუფის ლიდერი, გუკა კიტია „თიბისის“ გუნდიდან სპიკერის რანგში მიიღებს მონაწილეობას. „თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა. სამიტების კულტურა ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეალური პრაქტიკების გაზიარებისთვის და კოლეგებთან შეხვედრისთვის, რათა ჩვენი ორგანიზაციების ყოველდღიურობას დროებით ჩამოვშორდეთ, დავინახოთ სხვების გამოწვევები და სამუშაო გარემოში დაბრუნებისას გაცილებით უფრო რაციონალურად დავაკვირდეთ ჩვენს სამუშაო მიდგომებს",- აღნიშნავს გუკა კიტია. ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)