|
2023-10-26 11:20:57, 646 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო - დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგების კიდევ ერთი კურსი წარმატებით დასრულდა
დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგების კიდევ ერთი კურსი წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სასწავლო კურსი „ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 13-მა თანამშრომელმა გაიარა. მონაწილეებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა გადასცეს. სასწავლო კურსი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ თანამშრომლებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDOI-ITAP) კოორდინატორმა, პაატა შანშიაშვილმა ჩაუტარა. „ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა“ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა რესურსების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი განათლება, კანონაღსრულება და სამაშველო საქმე, მდგრადი ინფრასტრუქტურა და ინსტიტუციური განმტკიცება. „ამერიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურებოდა სასწავლო კურსი, რომელიც გაიარეს ჩვენმა თანამშრომლებმა. მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ეკოტურიზმის განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებით”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას დაცული ტერიტორიების მმართველობისა და მართვის გლობალური სტანდარტის მისაღწევად. „სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მისი მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების მმართველობა და მართვა მიუახლოვდეს გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არის პირდაპირი ხარისხის მაჩვენებელი და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს“, - აღნიშნა აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის კოორდინატორმა, პაატა შანშიაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)