2023-10-25 21:27:14, 643 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარაძე დახვდნენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,