|
2023-10-25 16:13:52, 719 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსის აივნების გამაგრება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. მათ შორის, გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში აივნების გამაგრება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციებით მაგრდება. ილესება და ტარდება სამღებრო სამუშაოები, ხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაცია. „ასევე, მსგავსი ტიპის სამუშაოები ტარდება გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და ბ კორპუსებში. ჯამში, ავარიული აივნების გამაგრებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 350 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)