|
2023-10-25 14:23:38, 1495 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - გაზრდილი ბიუჯეტით 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე 80-ზე მეტი სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით
აჭარის გაზრდილი ბიუჯეტით 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ეფექტურად განხორციელდება ყველა დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტი, გაგრძელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები. "ახალი ბიუჯეტით 95 ზე მეტის სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა განხორციელდება. ასევე, 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით, ჩვენ გავაგრძელებთ სტუდენტების და პედაგოგების მხარდაჭერას. ამოქმედდება ახალი პროგრამა პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხებათ პედაგოგებს, რომლებიც რაიონებში ეწევიან საქმიანობას და მათ მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით",- ამბობს რიჟვაძე. მისივე თქმით, 2024 წელს განხორციელდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის, ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 000 000 ლარი დაიხარჯება. როგორც რიჟვაძე აცხადებს, გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები - 1 500 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის კი, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, 7 175 000 ლარია გათვალისწინებული. "იზრდება სპორტის მიმართულებით დაფინანსება. ინფრასტრუქტურის ჭრილში 37 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ასევე, ბათუმში განახლდება საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მშენებლობა. ახალი სპორტული მოედნები დაემატება რიგ მუნიციპალიტეტებს. ასევე, სპორტული ფედერაციები უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ისარგებლებენ, რაც შეეხება სპორტსმენების წახალისებას. ამ მიმართულებითაც გაიზარდა საპრიზო ფონდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ყველა გამარჯვებული სპორტსმენი და მათი მწვრთნელები, როგორც ოლიმპიადებზე, ასევე ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ისარგებლებენ გაზრდილი საპრიზო ფონდით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე ინფორმაციით, 2024 წელს 42 ფედერაციის სპორტული ღონისძიება დაფინანსდება. ერთჯერადი ჯილდოების სახის გაიცემა 1 000 000 ლარი. აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა და მათ პირად მწვრთნელთა სტიპენდია 200 000 ლარი იქნება.
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
ევროკომისია: ევროკავშირი აკვირდება სარჩელს, რომელიც საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება
კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)