17:49 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 13:34:54, 766 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ დაშლილია და კიდევ უფრო მეტად იშლება

„ნაცმოძრაობა“ დაშლილია და კიდევ უფრო მეტად იშლება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მელიას მაინც და მაინც უნდა, რომ გარიცხონ პარტიიდან".

"მელიას უნდა, რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან, თავმოყვარეობის საკითხია. რატომ უნდა გინდოდეს მაინც და მაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია, შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები? ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება და ეს არის კარგი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics