2023-10-25 11:23:52, 706 ნახვა
საზოგადოება
მედია - მარნეულის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს.
მედიის ცნობით, არასრულწლოვანი მერვეკლასელია, აღნიშნული ფაქტი კი მათ სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.
„ინფორმაცია გადაცემულია შესაბამის ორგანოებში და მშობელი გამოძახებულია სკოლაში. ბავშვი სკოლას არ აცდენდა და თავადაც თქვა რომ სკოლაში სიარულს გააგრძელებს“,- განუცხადა სკოლის დირექტორმა რადიო "მარნეულს".
როგორც მედია წერს, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,