08:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 17:21:21, 757 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა „ჰამასის“ წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

როგორც ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, "ჰამასი" ასევე საფრთხეს უქმნის ევროპას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლას", არ შეუერთდეს ომს.

"იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება",- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის ტერორისტულ დაჯგუფებებთან ომს "საფრანგეთის ომი" უწოდა.

მანვე "ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლველად, საერთაშორისო კოალიციის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს დღეს, 24 ოქტომბერს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს უკვე შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics