|
2023-10-24 16:18:48, 660 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად
ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად. მხოლოდ ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ ახალი თაობები იცხოვრებენ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონში. ჩვენ უკვე გავაკეთეთ არჩევანი ევროინტეგრაციისკენ და ჩვენი ქვეყნები ევროპასთან საერთო ღირებულებების, სტაბილურობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თალაკვაძის თქმით, სამიტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი და უკანონო შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას განაგრძობს. მისივე თქმით, "საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა და პოლიტიკურ რეზოლუციას შეუერთდა, მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება, კოლეგების მხარდასაჭერად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კიევში, ასევე სოლიდარობის გამოსახატად - ბუჩასა და ირპინში, სადაც რუსეთის სამხედრო აგრესიის "შოკისმომგვრელი შედეგები იხილეს". „პირველივე წუთებიდან, ჩვენ კარი გავუღეთ და გულით შევეგებეთ ყველა უკრაინელს, ვისაც ომის შედეგად ქვეყნის დატოვება მოუხდა. უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში სარგებლობენ იგივე შეღავათებით, როგორც ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები. ჩვენ გავხსენით სკოლები უკრაინელი ბავშვებისთვის, სადაც ისინი სწავლას აგრძელებენ მშობლიურ ენაზე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, "ეს ომი განმეორებით შეგვახსენებს, რომ როდესაც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება საფრთხე, ყველას უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება". „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და ჩვენი ორი, ისტორიული რეგიონი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს მეგობრების წინაშე, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის სახელით. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობოა და გრძელდება. ამიტომ, ჩვენ აქ ვართ, არა მხოლოდ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, არამედ როგორც ერთი ხმა და ერთი მთლიანი ოჯახი - დროა, ვაჩვენოთ ძალა, რომელიც ჩვენს დემოკრატიებს გააჩნია",- თქვა თალაკვაძემ.
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)