2023-10-23 22:34:58, 741 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს
ბოლო დღეებში ღაზას სექტორში განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ საგარეო ძალების მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ 7 ოქტომბერს მომხდარ საჰაერო თავდასხმაში.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბერს ისრაელის არმიამ „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მურად აბუ მურადი მოკლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,