2023-10-23 18:07:50, 819 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,