|
2023-10-23 13:21:36, 705 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ვიმედოვნებ, თბილისში მიღებული გადაწყვეტილებები განვითარებადი ქვეყნებისთვის იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე სხდომა გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კიდევ უფრო ეფექტიანი და სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას. „მთელ მსოფლიოში, კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენა გაძლიერებულ სტიქიურ მოვლენებში გამოიხატა. რა თქმა უნდა, არც საქართველო არის გამონაკლისი. მიმდინარე წელს, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა და გვაჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად უფრო ეფექტიანი და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად აღინიშნება, რომ პარიზის შეთანხმების შესასრულებლად ქვეყნების მხრიდან უფრო ამბიციური გეგმების აუცილებლობა არსებობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ მიდგომას, საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა, ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთობლივ გადაწყვეტილებაში და ქვეყნის ეკონომიკა დაბალ ნახშირბადიან ეკონომიკად გარდაქმნას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უკვე დავგეგმეთ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული უფრო ამბიციური მიზნები, რაც შესაბამის სტრატეგიებში, გეგმებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებში აისახება. განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტებისთვის ფინანსების მობილიზებაში კლიმატის მწვანე ფონდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. საქართველოში, შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ამასთან, ჩვენ ჩართული ვართ GCF-ის რეგიონულ პროექტებშიც. კლიმატის მწვანე ფონდი, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა კლიმატის მწვანე ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვა, მწვანე ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა, მდგრადი სატრანსპორტო და მობილობის სისტემების ჩამოყალიბება, განათლების სექტორში კლიმატგონივრული მიდგომების შემოტანა, ქარსაფარი ზოლების აღდგენა, საძოვრების მდგრადი მართვის სისტემების ჩამოყალიბება. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, კონკრეტულად კი, საქართველოში, პირველად იმართება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს სხდომა. კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)