2023-10-23 13:06:42, 956 ნახვა
მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორში 222 მძევალი იმყოფება
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზას სექტორში "ჰამასს" მძევლად 222 ადამიანი ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც ჰაგარი ამბობს, ისლამისტური დაჯგუფების მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან.
მისივე თქმით, მძევალთა რიცხვში არ შედის ჯუდით რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი, რომლებიც პარასკევს ღამით "ჰამასმა" გაათავისუფლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,