08:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 17:00:48, 657 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ლუსტრაციას აკეთებს, რომ რადიკალური პოლიტიკური მოძრაობის და რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა“.

„ვნახეთ, რომ გამოძიების ფარგლებში უშიშროების სამსახურმა კონკრეტული ინფორმაცია მოგვცა. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მიერ ასეთ მკაფიო რეკომენდაციას ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული კანონში ეს შესწორებები, რომელიც სრულად თანხვედრაშია ევროპის ადამიანთა უფლებების მაღალ სტანდარტთან. პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს აზრს არაფრად აგდებს და იმ რევოლუციური სცენარის მიმდევრების კვალში დგას, რომელიც ვიცით, რატომ ხდებოდა ის ტრენინგები, მთელი რიგი ის მოვლენები, რომელიც საბოლოო ჯამში რევოლუციური სცენარის განვითარებას უნდა მოხმარებოდა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.  

ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული. 

„ვეტო რა თქმა უნდა დაიძლევა. ჯერ მოვისმენთ ვეტოს არგუმენტაციას იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვეტო იყო დადებული დავინახეთ, რომ პარლამენტში ამ ვეტოს არგუმენტირებული ახსნა ვერ მოხერხდა ვერც ერთხელ სამართლებრივად. ყოველთვის იყო პოლიტიკური განცხადება და არა არგუმენტირებული, სამართლებრივი დასაბუთება. ანალოგიური ვითარება გვექნება ახლაც. გამომდინარე იქიდან ვეტო იქნება დაძლეული“,- დასძინა ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics