|
2023-10-21 13:50:41, 901 ნახვა
მსოფლიო
მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე - უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯები
მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. მიშელის თქმით, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს. "მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ", - წერს მიშელი. შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას 19 ოქტომბერს დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ, მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა. ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)