18:25 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 18:27:25, 669 ნახვა

რეგიონი
ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია გაიმართა

ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის #ვარდისფერიოქტომბერის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია თემაზე - ,,დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობა და სახელმწიფო სკრინინგ პროგრამები”  გაიმართა, რომელსაც ოჯახის ექიმები, ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები  და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენცია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გახსნა და აჭარაში სკრინინგის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

,,იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არსებობს დაავადებების ადრეული გამოვლენის სკრინინგ პროგრამები, ჩვენი ვალდებულებაა მოსახლეობამდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ ინფორმაცია სკრინინგის მნიშვნელობის და მკურნალობის ხელშეწყობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში ჩვენ მთელი თვის განმავლობაში აქტიურად ვატარებდით კვლევებს, ასევე მუნიციპალიტეტებიდან ორგანიზებულად მოხდა ქალების ტრანსპორტირება და დიაგნოსტირება. რა თქმა უნდა ეს არ გახლავთ მხოლოდ ოქტომბრის თვის აქტივობა, როგორც იცით სახელმწიფო პროგრამა მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, გამოიყენოს შესაძლებლობა და ისარგებლოს უფასო კვლევებით”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პარტია “ქართული ოცნების” აჭარის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.

წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სარძევე ჯირკვლის დაავადებების გამომწვევი მიზეზები, რისკ ფაქტორები, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ა.შ.
ვარდისფერი ოქტომბერი - კამპანიის  ფარგლებში სკრინინგ პროგრამებით აჭარაში  350-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა, ვარდისფრად განათდა ცენტრალური სტადიონი, დაგემილია ფლეშმობის გამართვაც.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics